ახალი ამბები

ტერორიზმის მუქარის გამო საფრანგეთის 7 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

18 ოქტომბერი, 2023 • 1397
ტერორიზმის მუქარის გამო საფრანგეთის 7 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის 7 აეროპორტში ტერორიზმის მუქარის გამო ევაკუაციაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ არაერთი მედიასაშუალება ავრცელებს.

ევრონიუსის ცნობით, ევაკუაციაა გამოცხადებული ლილის, ნანტის, ბოვეს, ლიონის, ბრონის, ნიცის, ტულუზისა და სტრასბურგის აეროპორტებში.

როგორც ევრონიუსი იტყობინება, აეროპორტებმა ბომბის შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს და შესაბამისად მოახდინეს რეაგირება.

აღნიშნულის გამო რეისების ნაწილი გადაიდო, ამ აეროპორტებისკენ მიმავალი თვითმფრინავები კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს, ტერორისტული ინციდენტები ევროპის მასშტაბით გაიზარდა. ბოლო დღეებში საფრანგეთში ახალგაზრდა კაცმა მოკლა სკოლის მასწავლებელი, ასევე  შვედეთის 2 მოქალაქე მოკლეს ბრიუსელში, ბოლო 5 დღეში ვერსალის სასახლეში ბომბის შესახებ შეტყობინების გამო კი ევაკუაცია სამჯერ გამოცხადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი