ახალი ამბები

ანონსი: 25 ივნისი

24 ივნისი, 2016 • 1631
ანონსი: 25 ივნისი

12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (ძმები ზუბალაშვილების # 36) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი ონისე მარგიანი, მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას, ხელისუფლეიბის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე.

14:00 საათზე სასტუმრო Courtyard Marriott-ში, “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და მისი გუნდის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრაიმერის გზით კანდიდატთა სიის ფორმირების შესახებ პრეზენტციას გამართავენ. “ახალი საქართველო”, ღია შერჩევის პრინციპით, პრაიმერით გამოავლენს დეპუტატობის მსურველ ახალ ლიდერებს, რომლითაც თანაბარ პირობებში აყენებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი