ახალი ამბები

კონფლიქტის ზონიდან კიდევ 2 ადამიანი გაიტაცეს

11 ივნისი, 2016 • 1221
კონფლიქტის ზონიდან კიდევ 2 ადამიანი გაიტაცეს

დღეს, 11 ივნისს, დილით, კონფლიქტის ზონიდან 2 ადამიანი გაიტაცეს, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

გორის გამგეობის ცნობით, გატაცებული მამა-შვილი არის, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუეთში ცხოვრობენ. ისინი საძოვარზე ყოფნისას გაიტაცეს.

დღეს დილით გაათავისუფლეს ორი პირი, რომლებიც 2 დღის წინ გაიტაცეს კონფლიქტის ზონიდან. ეს პირები სოფელ აძვისა და სოფელ ფლავისმანის მცხოვრბნი იყვნენ, ისინი ფულადი სახის ჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი