ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

EUMM: სოფელ ავლევის აღმოსავლეთით ორი ახალი მწვანე საინფორმაციო ნიშანია აღმართული

8 ივნისი, 2016 • 1188
EUMM: სოფელ ავლევის აღმოსავლეთით ორი ახალი მწვანე საინფორმაციო ნიშანია აღმართული

“ადგილზე განხორციელებული პატრულირების შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ ორი ახალი მწვანე საინფორმაციო ნიშანი აღმართული იქნა სოფელ ავლევის აღმოსავლეთით”, – განუცხადეს ნეტგაზეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 2016 წლის 6 ივნისს სოფელ ავლევში ახალი საინფორმაციო ბანერების მონტაჟთან დაკავშირებით:

“მისია მის მიერ შემუშავებულ დასკვნებს დაურთავს იმ ანგარიშს, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს წარუდგენს მომავალი კვირის შეხვედრაზე. მისია აგრძელებს დაკვირვებას “ბორდერიზაციის” პროცესზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ამ პროცესის გავლენაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით. მისია რჩება შეშფოთებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით”.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ახალი მწვანე საინფორმაციო ნიშნების აღმართვა, EUMM-ს ცნობითვე, ასევე განხილული იქნება ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მიმდინარე თვის ბოლოს:

“მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, აქტიურად გამოიყენოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფასილიტაციით მოქმედი ინსტრუმენტები (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შხვედრები, ცხელი ხაზი), რათა მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მსგავსი შემთხვევების განხილვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი