ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებზე დადებული ფსონით იღბლიანმა მოთამაშემ SkyBet-ს £5000 მოუგო

8 ივნისი, 2016 • 1171
საქართველოს ნაკრებზე დადებული ფსონით იღბლიანმა მოთამაშემ SkyBet-ს £5000 მოუგო

მადრიდში ესპანეთი – საქართველოს მატჩის დაწყებამდე ბუკმეკერებისა და ფეხბურთის მოყვარულების აბსოლუტური უმრავლესობა ფავორიტად მასპინძელ ესპანეთს მიიჩნევდა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე საქართველომ ჯერ სლოვაკეთთან წააგო 1-3, ხოლო შემდეგ -რუმინეთთან 1-5. თუმცა ფავორიტთან დაკავშირებით სხვანაირად ფიქრობდა ფსონების ერთი მოყვარული, რომელმაც ბრიტანულ ბუკმეკერულ კანტორა SkyBet-ში 100 ფუნტი საქართველოზე დადო.

ამ ინფორმაციას თვითონ SkyBet აქვეყნებს ტვიტერზე და იღბლიან მოთამაშეს საჯაროდ ულოცავს. როგორც ირკვევა, მოთამაშემ საქართველოზე ფსონი იმ დროს გააკეთა, როდესაც მისი გამარჯვების კოეფიციენტი 50/1-თან იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსონის დამდებმა საქართველოს გამარჯვებით 5000 ფუნტი მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა მადრიდში გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში ესპანეთი 0-1 დაამარცხა და თავის ისტორიაში ალბათ ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა ჯაბა ჯიღაურის პასით.

მასალების გადაბეჭდვის წესი