ახალი ამბები

ივანიშვილი: გიორგი კვრიკაშვილში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე

7 ივნისი, 2016 • 1008
ივანიშვილი: გიორგი კვრიკაშვილში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მოქმედ პრემიერზე, გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილს, ისევე, როგორც თავად, აქვს განწყობა, რომ ქვეყანას ემსახუროს:

“ამ მხრივ, მე ამიტომ გავუსვი ხაზი წერილშიც და ვიმეორებ აქაც, რომ მაქსიმალურად თავისუფალი ვარ, არავითარი პირადული არ გამაჩნია, გარდა იმ საერთოსი და რა შეიძლება ამ საერთოზე მეტი პირადული. აქაც ხაზს გავუსვამ, რომ შენი ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს და შენს ქვეყანაში შენს საყვარელ ხალხთან ბედნიერად გეცხოვრებოდეს, ალბათ წარმოუდგენელია. არ იფიქროთ და ხაზი არ გაესვას იმას, რომ ეს არის იმაზე დაფუძნებული, რომ მოვახერხე გარკეული სიმდიდრის დაგროვება ჩემი ცხოვრების განმავლობაში. არა, არიან პიროვნებები, რომლებიც ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ჩემნაირად შეძლებულები, ამ მხრივ, ქონებრივად, და ყველაზე კარგი მაგალითი ამის გახლავთ გიორგი კვირიკაშილი, რომელიც ჩემთვის, თუ გნებავთ, აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების და სწორედ იმ უანგარობის და განწყობის იმისა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს.  მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც.

ეს სხვაობა მე გაჩვენეთ, რომ ქონებრივად შეიძლება მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის არანაკლები განწყობა აქვს ჩემზე და ამისთვის არის მთავრობაში. არ არის მარტო გიორგი ასეთი. არიან კიდევ სხვა მთავრობის წევრებიც, მაგრამ გიორგიზე მე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა ჩემთვის, თუ გნებავთ, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, რომ იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და ასე შემდგომ. და მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ ის მთავრობის მეთაური, დამერწმუნეთ ამაში და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მოემსახუროს საკუთარ ქვეყანას, რომ ის საუკეთესო გზით წაიყვანოს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს, 7 ივნისს ბიძინა ივანიშვილი ტექნოპარკში საქართველოს ტელევიზიების ჟურნალისტებს ხვდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი