ახალი ამბები |

ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

30 მაისი, 2016 | | 2393
ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

თბილისში, ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე”, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის კოდექსში.

ვეგანურ კაფეში Kiwi-Café Tbilisi ინციდენტი წუხელ, 20:00 საათის შემდეგ მოხდა. კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა კაფეს ადმინისტრაციამ:

მასალების გადაბეჭდვის წესი