ყვარელში 85 წლის ქალი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ქალის მოკვლის შემდეგ, მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.