ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

28 მაისი, 2016 • 1137
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომა 15:00 საათზე დაიწყება და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

  1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
  1. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
  1. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი