ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ავღანეთში აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა

19 მაისი, 2016 • 1152
ავღანეთში აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა

ავიაკომპანია Silk Way-ს აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავი ავღანეთის ჰალმენდის პროვინციაში 18 მაისს, აფრენის დროს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი [აზერბაიჯანის 5, უკრაინის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე] იმყოფებოდა. ოფიციალური ცნობით, 7 წევრი დაიღუპა და 2 მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში შექმნილია კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის ფაქტს გამოიძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი