ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

9 აპრილი, 2016 • 1412
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ ეს ბრძოლა ღირსეულად გაიარა დამოუკიდებლობიდან და ქვეყანა ახლა თავისუფლებისაკენ მიდის.

“დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან.”

გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 09.04.2016. ფოტო: პრეზიდენტის პრესამსახური

გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 09.04.2016. ფოტო: პრეზიდენტის პრესამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა “რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე” დაათვალიერეს.

დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი. 09.04.2016. ფოტო: პრეზიდენტის პრესამსახური

დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი. 09.04.2016. ფოტო: პრეზიდენტის პრესამსახური

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ხელკეტებითა და მხუთავი აირით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი