ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: რუსთავში საბავშვო ბაღებს ფალსიფიცირებული კარაქით ამარაგებდნენ

28 მარტი, 2016 • 1311
საგამოძიებო სამსახური: რუსთავში საბავშვო ბაღებს ფალსიფიცირებული კარაქით ამარაგებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს რძის პროდუქტების  მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების –  შპს „ნამდვილი პროდუქტების“, შპს „ამირანი XXI“-ის და შპს „ჯი ეს ენ“-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თ.გ, კ.შ, ნ.გ, ნ.ბ, ს.ჩ, და ა.გ.

“საწარმოთა ხელმძღვანელ პირებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. ბრალდებულები,  შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური ასევე აცხადებს, რომ მათ არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოიღეს პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და ნაწარმოები იყო  სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან.

საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ფალსიფიკაციას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი