საზოგადოება

რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობას ითხოვს

8 აგვისტო, 2011 • • 1250
რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობას ითხოვს


სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ხელმღვანელობამ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენცია შეეხო რადიოს ლიცენზირების პრობლემებს. რადიო «ჰერეთის» დირექტორმა რამაზ სამხარაძემ პრესკონფერენციის საშუალებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს მიმართა.

 

სამაუწყებლო კომპანია «ჰერეთი», რომლის სათავო ოფისი ლაგოდეხში მდებარეობს, ფარავს კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს (ისტორიულ ჰერეთს). რადიოს სურს სამაუყებლო არეალი გააფართოვოს და თბილსშიც მიიღოს მაუწყებლობის ლიცენზია. თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

 

რადიო «ჰერეთმა» პირველად 2008 წლის 15 აპრილს და 2010 წლის 18 თებერვალს კომისიას მეორედ მიმართა თბილისში რადომაუწყებლობის კერძო საეთერო ლიცენზიისთვის კონკურსის გამოცხადების შესახებ. კომუნიკაციების კომისიის პასუხში ნათქვამია, რომ რადიო «ჰერეთის» 2008 წლის 15 აპრილის განცხადების წარმოება შეჩერებულია, რადგან კომისია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის გარეშე ვერ გასცემს მაუწყებლობის ლიცენზიას.

 

საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ, ნათქვამია, რომ «კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში

ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის

მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე –

ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს». შესაბამისად, კომისიას მიზანშეუწონლად მიაჩნია, ლიცენზიის გაცემა კვლევის ჩატარების გარეშე.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არღვევს მაუწყებლობის შესახებ კანონს. კანონის დარღვევს ძირითადი მიზეზი არის საზოგადოებრივი აზრის კველევის ჩასატარებელი ვადების უგულვებელყოფა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა კომისიამ ჩაატარა 2004 წლის 28 სექტემბერს #506/22 გადაწყვეტილებით.

 

თამაზ სამხარაძე არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს კომუნიკაციბის ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. საჭიროების შემთხვევაში თამარ კორძაია მზადაა დაეხმაროს რეგიონულ რადიოსადგურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი