პროკურატურა დაკავებულ ფოტოგრაფებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე დაკავებული ფოტოგრაფების  ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.

“საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 22 ივლისს გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. როკურატურამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საქმის მასალები, რომლებიც აქამდე დახურული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი