ახალი ამბები

დავით დევნოზაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

8 დეკემბერი, 2016 • 6011
დავით დევნოზაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ კონტრდაზვერვის ყოფილ თნამშრომელს, დავით დევნოზაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომდევნო სხდომა მოსამართლემ 25 იანვარს დანიშნა.

სასამართლო პროცესზე დევნოზაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობა არ უნდა მიესაჯათ, რადგან თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მოწმეებზე ზეწოლის მოხდნას არ აპრებდა. ასევე, განაცხადა, რომ საეროდ არ იცნობდა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც ამავე საქმეზეა ბრალდებული.

დევნოზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 3-ე ნაწილით აქვს წარდგენილი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

6 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2011 წელს ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისის ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გავრცელება გახდა. პროკურატურის მიერ “ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ”.

ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დევნოზაშვილი  გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების პროცესშიც მონაწილეობდა. კერძოდ, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ “მაკომპრომატირებელ ფოტომასალას”. ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი. მისი ვინაობა გაზეთმა “ბათუმელებმა” 2011 წელს დაადგინა. მოძალადე პოლიციელთაგან „ბათუმელებმა“ კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა 2013 წლის მაისის თვეში დაადგინა. ფოტორეპორტიორებს საქმეზე ამ დევნოზაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გრიფი “საიდუმლო” ადევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი