ხელოვნება

თანამედროვე მინიატურების გამოფენა დღეს გაიხსნება

11 იანვარი, 2011 • • 1205
თანამედროვე მინიატურების გამოფენა დღეს გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ,,თანამედროვე ქართული მინიატურების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრებისა და კალიგრაფების მიერ ქაღალდზე, ტილოზე და მინანქარზე შესრულებული ნამუშევრები.

გამოიფინება ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი და დასურათებული იოანესა და მარკოზის სახარებები. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება– ოთარ მეგრელიძის, დათო გაგოშიძის, გოჩა კაკაბაძის, ლევან მარგიანის, ანტონ ბალანჩივაძისა და სხვათა ნამუშევრები.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი დამთვალიერებელს 19.00 საათიდან უმასპინძლებს. 

გამოფენა 13 იანვრამდე  გაგრძელდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი