ხელოვნება

თეატრალური პრემია “დურუჯის” გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო

22 აპრილი, 2015 • • 2037
თეატრალური პრემია “დურუჯის” გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო

„დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

 

•           საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს

•           საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს

•           საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს

•           სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემია 2.000 ლარი

 

წელს ჟიური გამოავლენს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.

 

ორგანიზატორების ცნობით, პრიზის ოდენობა შეადგენს 10.000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2015-2016 წლების სეზონში სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

 

„თეატრთმცოდნეების კულუარული ინფორმაციით, 2014-2015 წლის თეატრალური სეზონი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ „დურუჯის“ კომპეტენტურ ჟიურის წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა ექნება, რასაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ჰქვია. ამას გარდა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, წელს საკმაოდ დატვირთული და დინამიკური სამუშაო პროცესი გველის“, – ამბობს პრემია „დურუჯის“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

 

პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანია „რედიქსის“ ფეისბუქის გვერდზე. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ ინიციატივით უკვე მეშვიდედ იმართება.

დურუჯი
დურუჯი

მასალების გადაბეჭდვის წესი