ხელოვნება

სერია “ამერიკელები” უკვე გაყიდვაშია

24 აპრილი, 2013 • • 2657
სერია “ამერიკელები” უკვე გაყიდვაშია

სერია 20 საუკუნის მეორე ნახევრისა და 21–ე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს გააერთიანებს და მისი პრეზენტაცია, გამომცემლობა დიოგენემ 17 აპრილს, “თიბისი გალერეაში” გამართა.

ჯონათან საფრან ფოერი – სრული გასხივოსნება
ჯონათან საფრან ფოერი – სრული გასხივოსნება

გამომცემლთა თქმით, “ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა”. სერიის თითოეული წიგნი ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.

ჯონათან საფრან ფოერი სულ 25 წლის ავტორია, რომელმაც ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა დიდი აღიარება ამერიკულ ლიტერატურულ სივრცეებში.  ”სრულ გასხივოსნება” მისი 2002 წლის წიგნია. რომანის მიხედვით 2005 წელს გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი Everything Is Illuminated, ელაიჯა ვუდისა და Gogol Bordello–ს სოლისტის, იუჯინ ჰატსის მონაწილეობით. თუმცა ფილმი წიგნის მხოლოდ გარკვეულ მოტივებზე ახდებს კონცენტრაციას.

 

”სრული გასხივოსნების” მთავარი გმირი, ებრაული წარმოშობის ამერიკელი, უკრაინაში გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის საძებრად ჩადის. მეგზურობას კი მას დამტვრეული ინგლისურით მოსაუბრე ოდესელი თარჯიმნი უწევს.

Everything Is Illuminated. 2005
Everything Is Illuminated. 2005

სერიის მეორე წიგნი ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის – ფილიპ როთის ყველაზე პოპულარული რომანის, ”პორტნოის სინდრომის”  თარგმანია. გამომცემლობა “დიოგენეს” ცნობით, 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის ”ლოლიტამ” და ჰენრი მილერის ”კირჩხიბის ტროპიკმა”.

 

რომანის მთელ სხეულს ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგი წარმოადგენს, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება.

“ამერიკელების” პრეზენტაციაზე გამომცამლობა დიოგენემ სერიის შემდეგო ორი წიგნიც დააანონსა. ჰანტერ ტომპსონის “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” და უილიამ ბეროუზის “ჯანქი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი