ეკონომიკა

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელია დაკავებული

28 ოქტომბერი, 2010 • • 1016
ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის  გამგეობის სპეციალისტი აფთანდილ მეხტიევი ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მეხტიევი ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მშენებლობის ნებართვის აღებას დაპირდა. ასევე, მას უნდა მოემზადებინა სხვა სახელმწიფო უწყებებიდან საჭირო დოკუმენტაცია და მოეგვარებინა პრობლემური საკითხები, რის სანაცვლოდაც მეხტიევმა ქრთამის სახით  4 000 აშშ დოლარი  აიღო.

სამართალდამცველებმა  მეხტიევი  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი