ეკონომიკა

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება

20 იანვარი, 2015 • • 2419
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა.

 

ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ბელგიურ კომპანია „tractebel-engineering“-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს, რაც ითვალისწინებს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ტურბინებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შევსლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

 

ქარის ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 68.3 მლნ. კვტ.სთ იქნება, რაც გულისხმობს მთლიანი დადგმული სიმძლავრის 39 %-ის გამოყენებას.

 

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” უკვე თანამშრომლობს კომპანია “tractebel-engineering” თან.

 

ბელგიურმა კომპანიამ ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტზე წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნას ამზადებს.

ქარის ენერგია
ქარის ენერგია

მასალების გადაბეჭდვის წესი