ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

27 ივნისი, 2013 • 1085
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

06:30 საათზე საგამოცდო ტესტები პოლიციის სამმართველოებიდან საგამოცდო ცენტრებამდე მიიტანეს.

 

პირველი გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო.

 

საქართველოს 12 ქალაქში გახსილ 18 საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 ათასზე მეტი აბიტურიენტი გაივლის ტესტირებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საგამოცდო პროცესში 1800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორია ჩართული.

 

დაახლოებით ამდენივე აბიტურიენტია მეორე სესიაზე, რომლისთვისაც რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

 

“ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით,  ნებისმეირი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი  ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს”, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი