ხელოვნება

სოციალური არტ აქცია ზუგდიდში

14 ივნისი, 2013 • 1584
სოციალური არტ აქცია ზუგდიდში

16 ივნისს, 11 საათზე ზუგდიდში “არტ აქტივი 2013” გაიმართება. ამ სახის ფესტივალს საქართველო პირველად მასპინძლობს. ფესტივალში ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოწავლეებთან ერთად თბილისის 203–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

“არტ აქტივი” ქუჩის ფესტივალია, რომელიც პროექტის “ევროპული კულტურული ფაბრიკა” ფარგლებში იმართება. ფესტივალი საქართველოში პილოტური ფორმით ტარდება. “არტ აქტივი” ძირითადად რეგიონების ქალაქებში ტარდება.

 

თამარ ბოკუჩავას, პროექტის კურატორის, თქმით, ამგვარი აქციების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამოხატვის ხელშეწყობაა.

 

ფესტივალის ორგანიზებისთვის ზუგდიდის პირველმა სკოლამ გამოყო კედელი, რომელზეც მოსწავლეები გრაფიტის ნახატებს შექმნიან. ნახატების თემატიკა თავისუფალია. მასში მონაწილეობას ზუგდიდის პირველი და თბილისის 203–ე საჯარო სკოლების 20-20 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა

“ბოა მისტურა” ჩამოყალიბდა მადრიდში, ესპანეთში 2001 წელს. ტერმინი  “ბოა მისტურა” პორტუგალიურად კარგ მიქსტურას ნიშნავს, რაც მათი წევრების ხედვის მრავალფეროვნებას გულისხმობს. ერთად მუშაობისას კი ქმნის განსაკუთრებულსა და სრულყოფილ ნაზავს. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, გერმანიაში, ნორვეგიაში და ბრაზილიაში.

 

“ბოამისტურა ისეთ პროექტებზე მუშაობს,რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის ჩართულობას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, გარემოს გაუმჯობესებას, სადაც ისინი არიან. ეს არის სოციალური პროექტი არტის გამოყენებით. ამ შემთხვევაში იმ ურბანული არტის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.”

 

სკოლის კედლის მოხატვის პარალელურად სხვადასხვა აქტივობები იგეგმება: ფლეშმობი, თიხაზე მუშაობა, მხიარული შეჯიბრებები, თბილისის 203-ე სკოლის სმენა და მეტყველებაშეზღუდული მოსწავლეები ჟესტური ენით კონცერტს გამართავენ.

 

ზუგდიდის გარდა ამგვარი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებში იგეგმება. მესტიაში 3–4 აგვისტოს ნაგვის თემაზე მსგავსი შინაარსის აქცია ჩატარდება.

 

“მესტიაში ნაგავსაყრელი არ არსებობს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას სვანეთსი რეგიონი. იმიტომ,  რომ ეს პოლიეთილებნის ნარჩნენები ბუნებაში ყრია პირდაპირ,”– ამბობს თამარ ბოკუჩავა.

 

მისი თქმით, დაგეგმილი აქტივობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, რომ პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ნაჭრის პარკები გამოიყენონ. ამითვის მესტიის, ლატალის, ჭუბერის, ყურგურის სკოლის მოსწავლეები ღონისძიებისთვის ნაჭრის ჩანთებს შეკერავენ, რომლებსაც თავისი სლოგანი ექნებათ. აქციის ფარგლებში შეკერილი ჩანთების გაყიდვა იგეგმება.

 

მესტიაში დაგეგმილი ღონისძიებისთვის ბრიტანელი აქტივისტი რიჩარდ რეინოლდსი უნდა ჩამოვიდეს. თამარას დახასიათებით, რეინოლდსი პარტიზანული გამწვანების ხელოვანია, რომელიც მოულოდნელად, თუნდაც “პლასტიკური ნაგვის გამოყენებით, გამწვანებას გააკეთებს.”

 

პროექტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ფინანსდება. ღონისძიებები გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებს 10-30 წლის ასაკის ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ორგანიზებულია ინტერნიუს-საქართველოს მიერ მოწვეულ ხელოვან კურატორებთან, ნინი ფალავანდიშვილთან  (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ერთად, რომლებიც პროექტის მხატვრულ სახეს უზრუნველყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი