ახალი ამბები

მერია: სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას სულადობით ან გამოსყიდვის გზით მიიღებენ

6 ივლისი, 2015 • • 1308
მერია: სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას სულადობით ან გამოსყიდვის გზით მიიღებენ

“იმ ოჯახებმა, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრისი, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ქონების მართვის სააგენტოში ან შესაბამის გამგეობაში. მოხდება მათი ქონების იდენტიფიცირება, თუ რა ქონებაა და როგორ არის შეფასებული მათი ქონება. მათ აქვთ არჩევანის უფლება წავიდნენ სულადობრივი გზით, ან გამოსყიდვის გზით- დათმონ ქონება და მიიღონ მათი ქონების ადეკვატური საბაზრო ღირებულება, რომელიც არსებობდა სტიქიამდე”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

 

13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ სვანიძის ქუჩა, წყნეთის ხევი, მზიურის ტერიტორია და ზოოპარკი დატბორა. რის შედეგადაც 19 ადამიანი დიღუპა და 3 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხოლო ერთი მოქალაქე ზოოპარკიდან დაკარგულმა ვეფხვმა იმსხვერპლა.

 

ზოოპარკში დაიღუპა ცხოველების დიდი ნაწილი. მთავრობის ინფორმაციით, ზარალი, რომელიც მიიღო სახელმწიფომ და მოქალაქეებმა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე; ფოტო: ნეტგაზეთი
მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი