ახალი ამბები

ეკა აზარაშვილი: ზოგადად შუალედური არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა ხოლმე

27 აპრილი, 2013 • • 1253
ეკა აზარაშვილი: ზოგადად შუალედური არჩევნები  მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა ხოლმე

როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, ზოგადად შუალედური არჩევნები მაღალი აქტივობით არასდროს გამოირჩევა ხოლმე.


“ზოგადად თუ ვიმსჯელებთ აქტივობაზე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დაბალია. უბრალოდ პროცენტული მაჩვენებელი ბაღდათში და ნაძალადევში, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება… იმის თქმა მინდა, რომ ნაძალადევში ბევრად მეტი ამომრჩეველია რეგსიტრირებული, ვიდრე ბაღდათის ოლქში, ანუ ბაღდათში  პროცენტული მაჩენებელი უფრო მაღალი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაღდათში უფრო მეტი ადამიანი მივიდა [საარჩევნო უბანზე], ვიდრე ნაძალადევში. ეს, ალბათ, უფრო ბუნებრივი მაჩვენებელია, რომელიც ზოგადად ახასიათებს ხოლმე შუალედურ არჩევნებს. შუალედური არჩევნები ზოგადად მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ 17:00 საათის მონაცემებით, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობის პროცენტული თვალსაზრისით კვლავ ბაღდათის ოლქი ლიდერობს. ბაღდათში ხმა უკვე 9750-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41,8 პროცენტია. სამტრედიაში არჩევანი 17535-მა ამომრჩეველმა (36,2%) გააკეთა, ხოლო ნაძალადევში -32150–მა (22,8%).

შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე პროპორციული წესით არჩევნებისაგან განსხვავებით ამომრჩევლის აქტივობის თვალსაზრისით დადგენილი 50- პროცენტიანი ბარიერი არ არსებობს, შესაბამისად, ნაძალადევის ოლქში მიმდინარე არჩევნების შედეგები, აქტივობის დონის მიუხედავად, მაინც გამოცხადდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი