ახალი ამბები

ანონსი – 2 დეკემბერი

1 დეკემბერი, 2015 • 1421
ანონსი – 2 დეკემბერი

გთავაზობთ 2 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 – სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა. პრეზენტაციას დაესწრება იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე;

11:00 – პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით პარტია „მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს. ადგილი: სააგენტო “პირველი”, წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

11:00 – სასტუმრო“რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება ღონისძიება შეზღუდული შშმპ უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის მხარდასაჭერად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ 3 დეკემბერს. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი, USAID–ის მისიის ხელმძღვანელი დუგლას ბოლი, იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე, იურიდიული სამსახურის დირექტორი – მელიტონ ბენიძე, სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები;

12:00 – ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი თემაზე: „საერთაშორისო ტერორიზმი. საფრთხე „დიდიკავკასიის“ რეგიონისათვის“. ადგილი: საერთაშორისო პრეს-ცენტრი „რიანოვოსტი“;

12:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი;

13:00 – პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ადგილი: რესპუბლიკის სახელობის დარბაზი;

14:00 – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი;

18:00 – აფხაზეთის კინოცენტრის 10 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება თსუ-ს პირველი კოპურსის სააქტო დარბაზში;

19:00 – საჯარო დისკუსია – “ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარების დინამიკა საქართველოში”, ადგილი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, ზოვრეთი ქუჩა #38.

მასალების გადაბეჭდვის წესი