რეკლამა

„სმარტი“ და „ვენდი“ სოციალური საწარმოების საშობაო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

19 დეკემბერი, 2015 • 2154
„სმარტი“ და  „ვენდი“ სოციალური საწარმოების საშობაო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

19-20 დეკემბერს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სოციალური საწარმოების საშობაო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს და შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს წვლილი შეიტანოს სოციალური მეწარმეობისა განვითარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, დევნილების დახმარებაში.

„ვისოლ ჯგუფისათვის“ ქართული წარმოების წახალისება და  საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტსა“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდიში“ არა მხოლოდ ჩვენი მცდელობაა საზოგადოების ცნობადობა ავამაღლოთ  სოციალური მეწარმეობისა და მინი მნიშვნელობის შესახებ, არამედ შესაძლებლობაა ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ მსგავსი საწარმოების და იქ დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობები და ბიზნესის წარმოების უნარები. „სმარტში“ ამ ეტაპზე სოციალური საწარმოების – „დავითიანნის“ და „ზესხოს“ ხის სათამაშოების და სვანური მარილის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებთ, რომ საშობაო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე სოციალური საწარმოებისათვის „სმარტისა“ და „ვენდის“ საგამოფენო სივრცე ახალი პარტნიორების მოძიების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება,” – აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

“სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში და საბურთალოს „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში სოციალური საწარმოები: „დავითიანნი“, „არტ კოდა“, „ჯოყოლო“, „არბო“ , „ბაბალე“, „ფარშევანგი“, „რეას ციყვები“, ხალხური რეწვის სალონმა „ხვარამზე“, “ტრადიციულმა მოდის სახლი“ საახალწლო-საშობაო თემატიკის ხელნაკეთი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებენ მომხმარებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი