ინტერნეტ-მომხმარებლის 6-წლიანი ლოდინის შემდეგ Google-მა ფუნქციის დამატებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა. ფუნქცია მეილს ავტომატურად არ დაემატება და მისი მოძიება დამატებით ოპციებში მოგიხდებათ.
ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუგზავნია იმეილი არასწორ ადრესატთან. Google-ის Gmail ახლა უკვე გაგზავნილი წერილების უკან გამოთხოვების შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია, თქვენს იმელს ეს ფუნქცია მიანიჭოთ და მიუთითოთ, გაგზავნის შემდეგ რამდენი წამით გსურთ, რომ მეილი დაგელოდოთ, სანამ ადრესატთან გაფრინდება. მაქსიმალური ლოდინის დრო 5-დან 30 წამამდეა.
Gmail-ის მობილურ აპლიკაციას მსგავსი ფუნქცია უკვე ჰქონდა, თუმცა ვებ-სივრცისათვის unsend სიახლე იქნება.