ტექნოლოგიები

Google მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს [ფოტო/ვიდეო]

8 ივნისი, 2015 •
Google მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს [ფოტო/ვიდეო]

 

40 ახალი ფოტო, რომელიც Google-ის რუკების ბაზას დაემატა, კუკის კუნძულების მახლობლად და ბალის სანაპიროსთანაა გადაღებული. ფოტოებზე ასახულია მარჯნის დიდი რიფი, კუზიანი ვეშაპები და წყალქვეშა ეკოსისტემა.

 

პროექტი Google Earth Outreach-ის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. Google-ის ოფიციალურ ბლოგზე წერია, რომ პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოებისათვის ოკეანის უკეთ გაცნობაა.

 

მარჯნის რიფი. ფოტო: BBC
მარჯნის რიფი. ფოტო: BBC

 

“ოკეანის რუკების შექმნა მისი გადარჩენის საშუალებაა. მარჯნის რიფის ნახვა და იმ საფრთხეების გააზრება, რის წინაშეც ის დგას, ეკოსისტემის რღვევის პრობლემის საზოგადოებამდე მიტანას შეუწყობს ხელს,”- ნათქვამია Google-ის განცხადებაში.

 

პირველად მსოფლიო ოკეანის დღის  კონცეფცია 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დეჟანეიროს “დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე”. 2008 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ყოველ 8 ივნისს აღნიშნება. ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტების პრობლემების გასაცნობად.

 

მარჯნის რიფი. ფოტო: Google Maps
მარჯნის რიფი. ფოტო: Google Maps

მასალების გადაბეჭდვის წესი