ნეტგაზეთი | Google Map-ზე თბილისის 8 რაიონის მონაცემები სრულად განთავსდა Google Map-ზე თბილისის 8 რაიონის მონაცემები სრულად განთავსდა – Netgazeti
RU | GE  

Google Map-ზე თბილისის 8 რაიონის მონაცემები სრულად განთავსდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგანტომ Google Map-ზე თბილისის რაიონების – გლდანის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მონაცემები სრულად განათავსა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თბილისის ამ 8 რაიონის მთლიანი გზათა ქსელი, შესაბამისი ნუმერაციით დანომრილი ყველა შენობა და ნაგებობა Google Map-ზე მოიძიონ. ამას გარდა, რუკაზე დატანილია საშუალო სკოლების საზღვრებიც და თითოეული მათგანი საკუთარი ნომრითაა აღნიშნული.

 

Google-ის რუკას თანდათან ემატება თბილისის მწვანე საფარიც – პარკები, ბაღები და სკვერები. ამჟამად უწყების GIS სპეციალისტები Google Map-ზე დიდუბის მონაცემებს ათავსებენ. მისი დასრულების შემდეგ კი მუშაობა  ნაძალადევის რაიონზე დაიწყება.

 

Google-ის პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისის Google Map-ზე განთავსების მთლიანად დასრულებას 2015 წელს გეგმავს.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, Google-ის რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად საჯარო რეესტრი Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი