სამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 3 ჯარისკაცი დაიღუპა

18 დეკემბერი, 2015 • 1198
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 3 ჯარისკაცი დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ყარაბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, “18 დეკემბერს აზერბაიჯანის სცპეცდანიშნულების რაზმს ჰქონდა მცდელობა ყარაბაღის ტერიტორია გადმოეკვეთა, მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და შეხების ყველა ხაზზე დივერსიული ქმედებები განახორციელა”.

შესაბამისად, როგორც განცხდებაში წერია, მოწინააღმდეგის მიერ პოზიციებიდან დახევა სწორედ ჯარისკაცების დაღუპვის ხარჯზე მოხდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი