სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთთან შეერთების საკითხზე ბიბილოვმა რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

13 მაისი, 2022 • 2176
რუსეთთან შეერთების საკითხზე ბიბილოვმა რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა [ბიბილოვს ინაუგურაციის შემდეგ ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შეცვლის] ხელი მოაწერა  განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. ინფორმაციას სააგენტო რეს-ი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, რეფერენდუმზე კითხვა შემდეგნაირად იქნება დასმული: “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ცხინვალის ცნობით, რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს დაინიშნა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [2022 წლის 10 აპრილი] რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი – რუსეთთან შეერთების, ხოლო მეორე- ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გამოცემა ТАСС-სთან ლეონიდ კალაშნიკოვმა, დსთ-ის  და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის  ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი აღნიშნულ საკითხზე რუსეთის გადასაწყვეტია.

“სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უფრო რუსეთის გადასაწყვეტია” – კალაშნიკოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი