ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უფრო რუსეთის გადასაწყვეტია” – კალაშნიკოვი

10 მაისი, 2022 • 2515
“სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უფრო რუსეთის გადასაწყვეტია” – კალაშნიკოვი

“სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოვი რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არ იჩქარებს” – ამის შესახებ გამოცემა ТАСС-სთან ლეონიდ კალაშნიკოვმა, დსთ-ის  და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის  ხელმძღვანელმა განაცხადა.

“რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს მათი ნებაა. თუმცა, ვფიქრობ, ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დაიცდის. მასაც კი აქვს გაცხადებული, რომ მზადაა ასეთი რეფერენდუმისთვის, მაგრამ აქ დიდწილად დამოკიდებულია არა მათზე, არამედ რუსეთზე და იმაზე, რამდენად არიან რუსეთი და ბელარუსი მზად, სამოკავშირეო სახელმწიფო გააფართოონ”, – ამბობს კალაშნიკოვი.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [2022 წლის 10 აპრილი] რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი – რუსეთთან შეერთების, ხოლო მეორე- ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე.

გარდა ამისა, კალაშნიკოვი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ იგივე დარჩება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოვმა 53,67% -ხმით [14 505 ამომრჩეველი] გაიმარჯვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი