სამხრეთ კავკასიის ამბები

ლუკაშენკო ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს

7 თებერვალი, 2022 • 4556
ლუკაშენკო ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე.

“ამის აუცილებლობა არსებობს? როგორც კი დავინახავ ამას და პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] მეტყვის, რომ საჭიროა..”, –  განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა სოლოვიოვის კითხვაზე, “აბა, როდის აღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?”.

ასევე, ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომიც ახსენა.

“საქართველო არასდროს დასხმია თავს სამხრეთ ოსეთს. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, წაქეზებული ამერიკელების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი