ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი უაღრესად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი ახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ამის შესახებ მან ბელარუსში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელის მიღებისას განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს საქართველოსთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა აქვს.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შეესაბამება ჩვენს მიდგომებს. თქვენ საქართველოში ყველაფერი უნდა გააკეთოთ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ბელარუსებისა და ქართველების მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები, ისტორიის საერთო ფურცლები არის მყარი საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განახლებისთვის.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია და ამ პოსტს 1994 წლიდან იკავებს. ლუკაშენკოა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ლიდერს შორის, რომელმაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.
თავის მხრივ მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მეშვიდე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.