სამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ვერ გადაადგილდებიან ბაქოში ეტლით [ფოტო]

21 სექტემბერი, 2016 •
რატომ ვერ გადაადგილდებიან ბაქოში ეტლით [ფოტო]

აზერბაიჯანის დედაქალაქის შესაბამის კომპეტენტურ სამსახურს უჩვეულო პასუხი აქვს კითხვაზე, რატომ არ შეესაბამება ქალაქის ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლეთა მოთხოვნებს.

“ფიზიკური შეზღუდულობის ადამიანებს ვინმე უნდა ახლდეს თან, გადასასვლელებში მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელად ასვლა და ჩასვლა. მათი ეტლები ვინმემ უნდა მართოს. ნესბიმიერი ქვეყანაში ეს ასეა”, – ამბობს ბაქოს გზების მოწყობაზე პასუხისმგებელი პირი, კომპანია “აზერავტოილის” წარმომადგენელი ანარ ჯაფარლი, რომელთანაც ბაქოს ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელმა სამსახურმა გადაგვამისამართა.

კომპანიის წარმომადგნელი, ანარ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ ქალაქში, ზოგადად, საგზაო ინფრასტუქტურის ხელისაწვდომობა უზრუნველყოფილია. ამბობს, რომ ბოლო დროს ნაბიჯებიც გადაიდგა მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასასვლელებში სპეციალური პანდუსებისა და ლიფტების მოსაწყობად და უახლოეს პერიოდშიც დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“არ შემიძლია სახლიდან გასვლა მაშინ, როცა მინდა. მეგობრებთან შეხვედრაზე უარს ვამბობ. მანამდე, სანამ რომელიმე კაფეში წასვლას გადავწყვეტ, ვფიქრობ, შევძლებ თუ არა შესვლას. მაგალითად, რესტორანში ფარეხის გავლით შევდივარ. სახელმწიფო დაწესებულებშიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი პირობები. თავისუფლად შესვლას მხოლოდ ბინაგადინის რაიონის მერიაში ვარხერხებ. რთულია, შეხვიდე ბაქოში ქალაქის ადმინისტრაციაში, მილი მეჯლისში და სამინისტროებში.

მილი მეჯლისი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მილი მეჯლისი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

 

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

 

ბავშვთა პოლიკლინიკა; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბავშვთა პოლიკლინიკა; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მილი მეჯლისში პრობლემა ტერიტორიაზე შევლისთანავე იწყება. თუ ტაქსით მიხვედი, ზოგჯერ გატარებენ, საკუთარი მანქანით როცა ხარ, მანქანის დატოვებას ითხოვენ მაშინ, როდესაც პარკირების ადგილი საერთოდ არ არის. ეზოში სხვისი დახმარების გარეშე ეტლით ვერ გადაადგილდები, ინფრასტრუქტურა არ არის. დაცვის თანამშრომლებიც წვალობენ. მათ მოვალეობაში ჩვენი დახმარება საერთოდ არ შედის”, – ამბობს სევდა.

იქ კი, სადაც სპეციალური გადასასვლელებია მოწყობილი, სევდა ამბობს, რომ მათი დახრილობის დონე არ შეესაბამება სტანდარტებს.

“როდესაც დახრილობის კუთხე სტანდარტს არ შეესაბამება, ეტლი ვარდება. იქიდან კი ვერ ამოხვალ დახმარების გარეშე”.
რაც შეეხება ქალაქში მოძრავ ავტობუსებს, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ადაპტირებული”.

აზერბაიჯანის მასშტაბით, განსაკუთრებით ბაქოში, უკვე რამდენიმე წელია გზების, ხიდების, გადასასვლელებისა და მარტივად გადასაადგილებლად საჭირო სხვა საშუალებების აღდგენისა და მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
ამის მიუხედავად, შშმ ადამიანები ვერ გამოდიან ქალაქში. ყრუ და სმენადაქვეითებულებიც ვერ გადადიან გზებზე იმიტომ, რომ არ არის ხმოვანი შუქნიშნები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამშენებლო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო ობიექტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ შენობების ექსპლუატაციაში შესვლისას არც ამ საკითხის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან განსაზღვრული სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ეს ინფრასტრუქტურა, არ არსებობს.

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის 2015 წლის მონაცემით, ქვეყანაში 568 149 შშმ მოქალაქე ცხოვრობს [ისინი, ვინც პენსიითა და სხვა შეღავათებით სარგებლობენ], მათ შორის 65 482  არასრულწლოვანია.

კიდევ ერთი სტრუქტურა აზერბაიჯანის დედაქალაქში, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ბაქოს მეტროპოლიტენია. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის უფროსი ნასიმ პაშაევი ამბობს, რომ ბაქოს მეტროპოლიტენი 1967 წელს აშენდა და იმ დროს შშმ ადამიანების გადაადგილებისთვის რაიმე პირობები გათვალისწინებული არ ყოფილა. გამონაკლისი  ახალი სადგურებია:

“ინფრასტრუქტურის შექმნა რთული ამოცანაა. ისეთ სადგურებზე, რომლებიც სიღრმეში არის მოწყობილი, შეუძლებელია შექმნა ამ ადამიანებისთვის პირობები. ინფრასტრუქტურა თავიდანვე უნდა მოეწყოს”.

მეტროს სადგურის შესასვლელი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მეტროს სადგურის შესასვლელი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მისწქვედა გადასასვლელი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მისწქვედა გადასასვლელი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთიწისქვედა გადასასვლელი

მი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთიწისქვედა გადასასვლელი

ნასიმ პაშაევი ამბობს, რომ მომავალში ბაქოს მეტროპოლიტენში ექსპულატაციაში შევა ახალი ხაზი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი 12 სადგურით.

“ამ ხაზზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აშენდება, ჩვენ გავითვალისწინებთ ადამიანებს ფიზიკური შეზღუდვებით. ისინი შეძლებენ მეტროთი სარგებლობას. გარდა ამისა, ახლაც, ექსპლუატაციაში შესულ სადგურებში- “ავტოსადგური” და “მემარ აჯემიში” სპეციალური ლიფტები გაკეთდა. მემარ აჯემიში 4 ასეთი ლიფტია.

ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

უფლებადამცველი სახიბ მამედოვი ამბობს, რომ ქალაქში გადადგილების პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს შშმ პირთა უფლებების საკითხში კომიტეტმა აზერბაიჯანს პრეტენზიები წარუდგინა, თუმცა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რაიმე ქმედითი ნაბიჯები ამ კუთხით არ გადაუდგამს.

“გულგრილი ხელისუფლება ბევრ ქვეყანაშია, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია 70-80 %- ით უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა. ეს ძვირადღირებული საქმეა, საჭიროა სახელმწფოს მხარდაჭერა. ზოგადად, ჩვენთან ახლა იწყებს ფორმირებას ამგვარი ხელმისაწვდომობის შექმნის კულტურა”.

ქალაქში ადაპტირებული მხოლოდ რამდენიმე შენობა და სტუქტურაა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ჰეიდარ ალიევის ცენტრი და «ASAN Xidmət».

აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვები, რომლებიც ამ პრობლემას შეეხებოდა, უპასუხოდ დატოვეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტრენერ მოტივატორი მურად მამედოვი ამბობს, რომ მარმარილოთი მოპირკეთებული მიწისქვეშა გადასასვლელები კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნით გადაადგილების დროს, რამდეანდაც ჩამოვარდნის ალბათობა კიდევ უფრო იზრდება:

“ასეთი პანდუსები დიდი საფრთხეა მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის”.

ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტის, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებშიც არ არის პანდუსები, არის ლიფტები, თუმცა მთავარ შენობაში მას მხოლოდ ახლა ამონტაჟებენ.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბაქოს ცენტრალური ნაწილი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბაქოს ცენტრალური ნაწილი; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ავტობუსების გაჩერება; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ავტობუსების გაჩერება; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო; ბაქო/ 2016 ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი