კატეგორიის გარეშე

ნადირაშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო

29 აგვისტო, 2019 • 1112
ნადირაშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო

ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა.

ნადირაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხელში შეყწალების კომისია არის პოლიტიკური იარაღი.

„მინდა ევროპული საქართველოს სახელით გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ამ სამარცხვინო საქციელს, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი. როდესაც 4 წელი გაატარა პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულმა, 12 წლის ნაცვლად, და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება, ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს. ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები  და მოქალაქეები ვერ იგრძნობენ უსაფრთხოდ თავს. იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს კონტრასტი წარმოჩენილი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული, მაშინ როცა ციხეში ზის მამალაძე, რომლის დანაშაულზეც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი, რომელიც არაერთი სახელმწიფოს ჯილდოს მფლობელია, ე.წ. უდო ეხება და უარს ეუბნებიან”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძე იყო. მას 2015 წელს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, დევაძეს ბრალად ედებოდა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობა. 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/225359/?fbclid=IwAR19_PaLuGQAuDUlfAPXXWAEUEoN2Opl49mmOl0T-EUkkaHbDal7zEqc0Ms

მასალების გადაბეჭდვის წესი