ნომინაცია: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა
ფოტოს ავტორი: ბაკურ გელაშვილი, ისტორიკოსი.
ფოტოს აღწერა: საფარის მონასტერი, სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. XIII-XIV საუკუნეებში ჯაყელებმა გადააქციეს საფარა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ. არქიტექტურულად მონასტერი მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბუნებრივ ლანდშაფტში შერწყმა. იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.