კომენტარი

კორძაია: რ2-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე სასამართლოს არ უნდა ემსჯელა [აუდიო]

6 ნოემბერი, 2015 • • 1232
კორძაია: რ2-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე სასამართლოს არ უნდა ემსჯელა [აუდიო]

“რატომ მისცა სასამართლომ საკუთარ თავს უფლება და რატომ გადაწყვიტა შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი და გაეკეთებინა მითითებები. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებას, ვინაიდან თუ შინაარსობრივ ნაწილს დაარღვევს ტელემაუწყებელი, ეს არ არის წინასწარი რეგულირების სფერო. წინასწარი რეგულირება დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებით და თუ ლიცენზიით დადგენილ პირობებს დაარღვევს ტელევიზია, მაშინ ეს უკვე არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსჯადი თემა. ეს არის შემდგომ რეაგირების თემა და არა სასამართლოს წინასწარ განსჯადი. სასამართლოს ამ საკითხზე არ უნდა ემსჯელა, თუნდაც ყოფილიყო ამაზე მხარის – ხალვაშის მოთხოვნა”, – აცხადებს თამარ კორძაია.

 

დეპუტატის შეფასებით, სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია და რუსთავი 2-თან დაკავშირებით ორივე მხარემ სახელმწიფოებრივად უნდა შეხედოს საკითხს.

 

“სახელმწიფოს როლს ვხედავ ზემდგომი ინსტანციების სასამართლოში, იმედი მაქვს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, – აცხადებს თამარ კორძაია.

 

დეპუტატთან ინტერვიუს სრულ ვერსიას ამ საკითხზე უსმინეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი