საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ურჩია, რომ შენობის გარეთ დადგეს, მაშინ როცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. მან ასევე განაცხადა, რომ თავად დაესწრება კენჭისყრას პარლამენტში:

“პარლამენტშიც მივალ და სხვათაშორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად.

მინდა ვურჩიო , ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები –  მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის რაც ვიცი რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა. ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს”, – ასე შეაფასა  სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტუტციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა უცხოეთში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.