კომენტარი

არესტოვიჩი: რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზება 2 რამეს ნიშნავს

21 სექტემბერი, 2022 • 7421
არესტოვიჩი: რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზება 2 რამეს ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას  და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ორ რამეზე მეტყველებს:

„ნაწილობრივი იმიტომ, რომ მათ ესმით, არ აქვთ პოტენციალი, შექმნან ახალი გაერთიანებები. რეზერვისტები უკვე არსებული [ძალების] შესავსებად წავლენ. 300 ათასი. ეს ორ რამეზე მეტყველებს: რუსეთის ჯარის დანაკარგები არამხოლოდ უზარმაზარია, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად აჭარბებს 100 ათასს, უფრო მეტიც, 150 ათასთანაა ახლოს. ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია, იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“, – წერს არესტოვიჩი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მისივე სიტყვებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში დღეიდანვე ამოქმედდება.

ომი უკრაინაში რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მეზობელ ქვეყანას დაახლოებით 200 000-იანი არმიით შეუტია, თუმცა დასახულ მიზნებს ამ დრომდე ვერ მიაღწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი