ახალი ამბები

არესტოვიჩის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

13 ოქტომბერი, 2023 • 6843
არესტოვიჩის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ოლექსიი არესტოვიჩის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა უზენაესი რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა.

დეპუტატის განცხადებით, პოლიციამ აცნობა სასამართლომდელი გამოძიების დაწყების შესახებ, ხოლო საქმე გადასცეს კიევის პროკურატურას. სოვსუნმა არესტოვიჩს 25 სექტემბრის გამოსვლის გამო უჩივლა – მასში არესტოვიჩმა ქალთმოძულეობრივი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ეს „არსებები“ [ქალების] ჯერ უნდა გაჟიმო, შემდეგ გააბრაზო და ბოლოს გაუჩერებლად დაახრჩო“, აღნიშნავს „მედუზა“.

სოვსუნმა მიიჩნია, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი – ძალადობის და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური ზიზღის და დისკრიმინაციის შემცველი ნაწარმოებების გავრცელება.


ოლექსიი არესტოვიჩი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპიკერი გახდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული რუსეთსა და ბელარუსში.

2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა დატოვა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ რუსული რაკეტა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს უკრაინული საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად დაეცა.

ბოლო დროს არესტოვიჩი უკრაინის ხელისუფლებასაც აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი