ახალი ამბებიკომენტარი

$400 მილიონის ღირებულების რაკეტები გვესროლეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ – არესტოვიჩი

29 დეკემბერი, 2022 • 2078
$400 მილიონის ღირებულების რაკეტები გვესროლეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ეხმაურება ფრთოსანი რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვას, რასაც რუსეთი დილიდან აწარმოებს.

„მთელი ჩემი წარმოსახვის უნარითაც კი ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ფრთოსანი რაკეტების, ასეთი ძვირფასი რამის, ესოდენ არაეფექტიან გამოყენებას. ერთი ცალი ასეთი რაკეტა 1 200 000 დოლარი ღირს.

რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

დღესაც დახარჯეს დარჩენილი რაკეტების მარაგის მეოთხედი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ.

როგორც ნაპოლეონი ამბობდა:

გამარჯვებისთვის ორი რამაა საჭირო: გამართლება და სულელი მოწინააღმდეგე. დავამატებ, რომ სულელი მოწინააღმდეგე, როგორც ასეთი, უკვე გამართლებაა“, – წერს იგი.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რის გამოც ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებია.

დილიდან უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. ქვეყანას  რუსეთი ავიაციითა და ფრთოსანი რაკეტებით  ბომბავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 100-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი