კომენტარი

კლინტონი: განმარტება, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაა, არაკონსტიტუციურია

9 მარტი, 2013 • • 1176
კლინტონი: განმარტება, რომ ქორწინება  ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაა, არაკონსტიტუციურია

ყოფილი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა პირველ მარტს უზენაეს სასამართლოს განუცხადა, რომ DOMA–ს სახელით ცნობილი აქტის მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ მისი მიღებით „არ იქნებოდა მიღებული ერთსქესიან  წყვილებს შორის ქორწინების ამკრძალავი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ბოლოს მოუღებდა დებატებს მთელი ერთი ან მეტი თაობის წარმომადგენლებს შორის” ამ გარემოებების შედეგად მოხვდა აქტი ჩემს მაგიდაზე, რომელსაც 535 კონგრესმენიდან მხოლოდ 81 შეეწინააღმდეგა.  

 

27 მარტს DOMA წარსდგება უზენაესი სასამართლოს წინაშე და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეესაბამება თუ არა ის იმ ერის პრინციპებს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, თანასწორობას და სამართლინობას ყველას წინაშე და ამის გამო არის თუ არა ის კონსტიტუციური. მე, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ აქტს და აქცია კანონად, მივედი დასკვნამდე და მჯერა, რომ DOMA ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და შეუთავსებელია ჩვენს კონსტიტუციასთან. 

 

აქტის მესამე ნაწილი  ქორწინებას განსაზღვრავს ქალსა და მამაკაცს შორის. ერთსქესიანი წყვილები, რომლებიც კანონიერად დაქორწინდნენ 9  შტატში, მოკლებულნი არიან  ათასზე მეტი ფედერალური კანონით და პროგრამით უზრუნველყოფილ სარგებელს, რომლითაც სარგებლობენ სხვა დაქორწინებული წყვილები. სხვა საკითხებთან ერთად ამ წყვილებს არ შეუძლიათ ერთობლივად წარადგინონ საგადასახადო დეკლარაცია, აიღონ უფასო შვებულება დაშავებული ან ავად გამხდარი მეუღლის მოსავლელად, ან მიიღონ თანაბარი ოჯახური ჯანდაცვა და საპენსიო სარგებელი, როგორც ეს ხდება  ფედერალური საქალაქო სამსახურის შემთხვევაში. თუმცა ისინი სხვების მსგავსად იხდიან გადასახადებს, მოაქვთ სარგებელი საზოგადოებისთის  და  ესწრაფვიან  სიყვარულით სავსე და ჰარმონიულ  ურთიერთობებში ცხოვრებას, რომელიც აღიარებული და დაფასებული იქნება ჩვენი კანონის მიერ.

 

როდესაც მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, მას დავურთე შენიშვნა, რომ “ამ კანონის მიღება, მიუხედავად მძვინვარე აზრთა სხვადასხვაობის, რომელიც კანონპროექტის ირგვლივაა, არ უნდა იქნას გაგებული როგორც დისკრიმინაციის გასამართლებელი მიზეზი. დღეს, ამ სიტყვების წაკითხვისას უკვე ვიცი, რომ რაც დისკრიმინაციის გასამართლებელი მიზეზის მოყვანაზე უარესია, გახლავთ კანონი, რომელიც თავად დისკრიმინაციულია. ამიტომ ის უნდა გაუქმდეს. 

 

ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ და სამოქალაქო უფლებების მიმართ ჩვენ მიერ მიღებული ბევრი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საკმაოდ ახალია იმისთვის, რომ მათი მომხრეების ხმები ჯერ კიდევ აქტუალური იყოს,  მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო, რომელიც მათზე წინ არსებობდა, უფრო და უფრო ნაკლებად ახლობელია  ჩვენთვის.  ჩვენ ჯერ კიდევ არ აღგვინიშნავს  მეცხრამეტე შესწორების ასი წლისთავი, მაგრამ საზოგადოება, რომელმაც წაართვა ქალებს ხმის მიცემის უფლება, უნდა გვეჩვენებოდეს არა როგორც ძველმოდური ან უჩვეულო, არამედ როგორც უცხო.  მე მჯერა, რომ  2013 წელს დომა და ქორწინებაში თანასწორობის მოწინააღმდეგენი არიან ასეთი უცხო საზოგადოების ნაკვალევი.

 

ამერიკელები ამ ტიპის გზაჯვარედინზე უკვე იმდენჯერ იდგნენ, რომ სწორი გზის არჩევა არ გაუჭირდეთ. ჩვენ გვესმის, რომ დროდადრო  ჩვენი კანონები   შეიძლება  ჩამორჩება ჩვენს საუკეთესო ბუნებას, მაგრამ საბოლოოდ ჩვენს ძირითად ღირებულებებს მაინც ემთხვევა.  150 წლის წინ პრეზიდენტმა ლინკოლნმა სამოქალაქო ომის პერიოდში კონგრესთან მისი მიმართვა დაასრულა  შეკითხვით, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას -“საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ რომელიმე ჩვენგანს უკეთსი განზრახვა აქვს, არამედ იმაში, შეგვიძლია თუ არა ჩვენ ერთად ვითარების გაუმჯობესება?”

 

პასუხი, რა თქმა უნდა, ყოველთვის  არის დიახ, მე ვუერთდები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას,  მოსარჩელე Edith Windsor–ს და ყველა ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ათწლეულების მანძილზე და მოვუწოდებ უზენაეს სასამართლოს, გააუქმოს  ქორწინების დაცვის აქტი. 

 

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა “ვაშინგტონ პოსტში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი