ახალი ამბები

მაესტროს ჟურნალისტები: არ ვაპირებთ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას

7 მარტი, 2016 • 1525
მაესტროს ჟურნალისტები: არ ვაპირებთ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები ერთობლი განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ისინი სასამართლო დავის დასრულებამდე ძველ მენეჯმენტთან აგრძელებენ მუშაობას და არ აპირებენ ახალი დირექტორის, ლევან გაჩეჩილძის განკარგულებების შესრულებას:

“გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია “მაესტროზე”, ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადავო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას. ვიმედოვებთ, “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე,” – ნათქვამია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 7 მარტს, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩლაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.

ლევან გაჩეჩლაძე სტუდია მაესტროს დირექტორად პარტნიორთა საბჭომ 2016 წლის 4 თებერვალს აირჩია. ლევან გაჩეჩილაძე, საკუთარი ძმის, გიორგი გაჩეჩლაძის წარმომადგენელია. თავად გიორგი გაჩეჩლაძე, 2016 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაესტროს 55%-იანი წლის მფლობელი გახდა მას შემდეგ, რაც შეიძინა გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის 15-15%-იანი წილები. მანამდე  მაესტრო 25%-ს ფლობდა.

არხის გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით კი, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებაა, ხოლო გაჩეჩლაძე მაესტროში მუშაობას ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი