ახალი ამბები

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება

4 თებერვალი, 2016 •
ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება

“მაესტროში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. “მაესტროს” თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ სარედაქციო დმაოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება.

“მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არც ერთი მცდელობა. ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და „მაესტრო“ არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტს ამჟამად გიორგი გაჩეჩილაძე ფლობს, ხოლო არხის დირექტორს, ბაია გადაბაძეს უფლებამოისლება უწყდება. გადაბაძეს ამ პოზიციაზე სავარაუდოდ ლევან გაჩეჩილაძე შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი