ახალი ამბები

თბილისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

17 იანვარი, 2016 • 1492
თბილისში  H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში H1N1 ვირუსის (ე.წ. ღორის გრიპის) შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიულად დამტკიცდა, რომ რამდენიმე დღის წინ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ვირუსმა პაციენტის ძირითადი დაავადების გართულება გამოიწვია.

“ამ დროისათვის ლაბორატორიულად დამტკიცებული მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება,” – აცხადებენ ცენტრში.

H1N1 ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში, ხოლო ათობით პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი