ახალი ამბები

COVID-19-ის გავრცელება რეგიონების მიხედვით – NCDC-ს ანგარიში

16 ივნისი, 2020 • 1365
COVID-19-ის გავრცელება რეგიონების მიხედვით – NCDC-ს ანგარიში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას ეხება, ინფექცია ყველაზე მეტად ქვემო ქართლისა და თბილისის რეგიონებში გავრცელდა, ყველაზე დაბალი გავრცელება კი სამეგრელოში, ზემო-სვანეთსა და იმერეთში ჰქონდა.

NCDC-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გარდა სხვა რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა კი 800 აღწერილი შემთხვევიდან 157 იყო (19.6%).

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ 11 ივნისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 17.3 იყო.

დაავადებათა კონტროლის ანგარიშის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების გეოგრაფიული განაწილება ასე გამოიყურება:

NCDC-ში აღნიშნავენ, რომ 11 ივნისის მდგომარეობით COVID-19 დაუდასტურდა 828 ადამიანს და ტესტირების ე.წ. დადებითობის შედეგის სიხშირე შეადგენს 1,2%-ს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი