ახალი ამბები

ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორი გამოყენება რისკს შეიცავს – ზახაშვილი

27 აპრილი, 2020 • 1730
ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორი გამოყენება რისკს შეიცავს – ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ხელთათმანების ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად შესაძლოა პირიქით, უფრო მეტი საფრთხის მომტანი იყოს.

„გარკვეული წახალისება მიმდინარეობ  ხელთათმანების გამოყენების ყველგან და ხშირად ვხედავთ, ხელთათმანიან ადამიანებს ყველგან, ხანდახან ისეთ სივრცეში, სადაც აუცილებელი არაა.

მინდა გითხრათ, რომ ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ, შეიძლება ზიანი მოგიტანოთ. იყავით ფრთხილად ხელთათმანების გამოყენებისას, არ ჩათვალოთ, რომ რაკიღა ხელთათმანი გიკეთიათ, ხართ უსაფრთხოდ“, – ამბობს ზახაშვილი.

მისივე თქმით, ხელთათმანი ისვრება ისევე, როგორც ადამიანის ხელები და თუ ხელთათმანები პირმა ხშირად არ გამოიცვალა, ის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

„უმჯობესია, ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე გამოიყენოთ ხელთათმანი გამოცვლის გარეშე.. მთელი დღე ერთი დაუმუშავებული ხელთათმანი გეკეთოთ და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობის რისკის“, – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

რაც შეეხება ნიღაბს, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულს ნიღაბი უკეთია, ჯანმრთელ ადამიანზე კორონავირუსის გადაცემის ალბათობა 75%-ით მცირდება, თუ ჯანმრთელს უკეთია, ვირუსის მიღების ალბათობა 50%-ით მცირდება, ხოლო თუ ორივეს – „მაშინ რისკი მინიმალურია“.

„ნიღაბის გამოყენებისას წინასწარ დაიბანეთ ხელები, ცხვირის მოსარგები კარგად მოირგეთ, რომ ნიღაბი არ ცურავდეს ცხივირდან, ის პირსა და ცხვრის აუცილებლად უნდა ფარავდეს ერთდროულად. ხშირად ნუ შეეხებით ნიღაბს ხელით.

ნიღაბი უნდა გამოიცვალოთ 2-3 საათში ერთხელ. გამოიყენეთ ნიღაბი, სადაც არის მასობრივი შეკრება ხალხისა“, – ამატებს ხათუნა ზახაშვილი.

მისივე თქმით, არ არის რეკომენდირებული, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლებმა სამედიცინო ნიღბები გაუკეთონ, ამიტომ, ის ურჩევს ზრდასრულებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.


კორონავირუსის მონაცემები 27 აპრილის 21:05 საათის მიხედვით:

  • ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ – 496
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ – 149
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ – 6
  • ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ – 4932
  • ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ – 568
  • ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲓ ᲒᲐᲓᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი