ახალი ამბებიხელოვნება

დევიდ ბოუი – მუსიკოსის ცხოვრება ფოტოებზე

11 იანვარი, 2016 • 2627
დევიდ ბოუი – მუსიკოსის ცხოვრება ფოტოებზე

28 სტუდიური ალბომი, რამდენიმე კინოროლი და რამდენიმე ალტერ ეგო – ეს დევიდ ბოუის შემოქმედების მოკლე შეჯამეება. ბოუი 10 იანვარს, სიმსივნესთან 18-თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

დევიდ რობერტ ჯოუნსი 1947 წელს ინგლისში დაიბადა. მოგვიანებით, როდესაც მომღერალმა აქტიური მუსიკალური კარიერა დაიწყო,  სხვა დევიდ ჯოუნსთან რომ არ გაიგივებულიყო, სახელი შეიცვალა და სცენაზე დევიდ ბოუის ფსევდონიმით წარსდგა.

ბოუის შემოქმედებისთვის ყველაზე დამახასიათებელი იყო მისი სხვადასხვა იმიჯი, რომელსაც პერიოდულად ირგებდა ხოლმე. ის იცვლიდა არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ქმნიდა პერსონაჟებს, ახალი სახელებითა და ახალი მუსიკით.

პირველი წარმატება ბოუის სიმღერამ Space Oddity მოუტანა, რომელსაც არაერთი ცნობილი ჰიტი მოჰყვა მისი 40-წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე.

ამ ლინკზე კი შეგიძლიათ გაიგოთ, რას აკეთებდა დევიდ ბოუი, როდესაც თქვენი ასაკის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი