ახალი ამბები

გამოჩენილი ინგლისელი მომღერალი დევიდ ბოუი გარდაიცვალა

11 იანვარი, 2016 • 1747
გამოჩენილი ინგლისელი მომღერალი დევიდ ბოუი გარდაიცვალა

გამოჩენილი ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და ინსტრუმენტალისტი დევიდ ბოუი 10 იანვარს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მომღერლის ფეისბუკ გვერდზეა დაწერილი, დევიდ ბოუი კიბოსთან 18–თვიანი ბრძოლის შემდეგ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

“დევიდ ბოუი გარდაიცვალა მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში კიბოსთან 18–თვიანი მამაცური ბრძოლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მის დაკარგვას ბევრი თქვენგანი იზიარებს, გთხოვთ, რომ არ შეაწუხოთ ოჯახი გლოვის დროს,”– წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სიკვდილამდე 2 დღით ადრე, 8 იანვარს დევიდ ბოუიმ საკუთარი დაბადების დღე და 28–ე სტუდიური ალბომის გამოშვება აღნიშნა.

HAPPY BIRTHDAY DAVID BOWIE AND ★“That’s the message that I sent…”Why is this man so happy? Is it because it‘s his…

Posted by David Bowie on Thursday, January 7, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი